ხიდისთავის, ახალდაბის, შინდისის, ტირძნისის, ტყვიავის, შავშვების, ზერტის და მეჯვრისხევის საჯარო სკოლებში მოქმედი ახალგაზრდული კლუბების წევრებისთვის ცენტრი „აფხაზეთი" აცხადებს კონკურსს მცირე გრანტების მოსაპოვებლად. პროექტის თემატიკა უნდა პასუხობდეს გამწვანების პრობლემების მოგვარებას. თითოეული პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 400 ლარს. პრიორიტეტი მიენიჭება ორი ან მეტი კლუბის მონაწილეობით განხორციელებულ პროექტებს. საპროექტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 15 ნოემბერი.
პროექტი ხორციელდება UNICEF-თან თანამშრომლობით და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში