en
ge

ტრენინგები: დისკრიმინაციის აკრძალვის და პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) თბილისში აწყობს ტრენინგებს დისკრიმინაციის აკრძალვის და პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების შესახებ. ტრენინგზე განხილული იქნება უფლების დაცვის მექანიზმები, საერთაშორისო სტანდარტები და შიდა კანონმდებლობა. ტრენინგებს ჩაატარებენ ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტები გიორგი მშვენიერაძე და ბესარიონ ბოხაშვილი.
ტრენინგები ჩატარდება 16 და 17 ნოემბერს 12:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ოფისში (მის: დ.გამრეკელის 2, მე-4 სართული)
ტრენინგები იმართება პროექტის - "თანასწორობის მხარდაჭერა განათლების საშუალებით” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: docs.google.com/forms
რეგისტრაციის ბოლო ვადაა ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 23:59
საკონტაქტო პირი - მარი კაპანაძე +(995) 598823201 mkapanadze@gdi.ge
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში