en
ge

საერთაშორისო სემინარი დისკრიმინაციის აკრძალვაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ევროპის საბჭოს ოფისი
  • დაწყების თარიღი: 11.11.2013
  • ბოლო ვადა: 20.11.2013
  • ბმული: http://jobs.ge/65387/
საერთაშორისო სემინარი - "დისკრიმინაციის აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით - რელიგიურ, აზრის გამოხატვისა და შეკრების ნიადაგზე დისკრიმინაციისაგან დაცვის გარანტიები"
ევროპის საბჭო და სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი აცხადებენ კონკურსს საერთაშორისო სემინარზე დასასწრებად, რომლის თემაა "დისკრიმინაციის აკრალვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით - რელიგიურ, აზრის გამოხატვისა და შეკრების ნიადაგზე დისკრიმინაციისაგან დაცვის გარანტიები".
აღნიშნული სემინარი ტარდება 17-18 დეკემბერს, ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში - "ადვოკატთა შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის ეროვნულ დონეზე გამოყენებისათვის".
სემინარის ჩასატარებლად მოწვეულნი არიან გამოცდილი ევროპელი და ქართველი ექსპერტები.
შესაბამისობის კრიტერიუმები:
კანდიდატები უნდა იყვნენ იურისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები ან სამართლის სტუდენტები, რომელთაც აქვთ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საბაზისო ცოდნა, კერძოდ, იცნობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
განაცხადების შემოტანა:
დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი რეზიუმე (მაქს. 2 გვერდი), მოკლე სამოტივაციო წერილთან ერთად (მაქს. 300 სიტყვა), უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე: council.europe@gmail.com 2013 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით. განცხადებები იგზავნება ქართულ ენაზე.
სემინარში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 60.
წყარო:jobs.ge