კავშირი "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება", პროექტში "კითხვა უკეთესი მომავლისათვის" (Reading for Better Future), აცხადებს კონკურსს სმენის პრობლემების მქონე ბავშვთა განათლების ექსპერტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
პროექტი ხორციელდება 2013 წლის 20 აგისტოდან, USAID-ის მხარდაჭერით. მისი მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა კითხვის უნარების განვითარება და განათლების ზრდა. პირველი რიგის ამოცანაა ასაკის შესაბამისი სპეციალურ საჭიროებაზე მორგებული სახელმძღვანელოების შექმნა და მასწავლებლების მიერ სწავლების მეთოდების ათვისება დაწყებით კლასებში (1-6 კლასი). ასევე, მნიშვნელოვანია იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მოზიდვა და ჩართვა საგანმანათლებლო სისტემაში, რომლებიც ამჟამად დარჩენილნი არიან სკოლის მიღმა.
ყრუ და სმენა დაქვეითებული მოსწავლეების განათლების ექსპერტის პასუხისმგებლობები:
** უხელმძღვანელოს ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც იმუშავებს სმენის პრობლემების მქონე მოსწავლეთა 1-6 კლასის სახელმძვანელოების შექმნაზე სხვადასხვა საგანში, როგორიცაა ქართული, მათემატიკა, ჟესტური, ბუნება, და ისტორია. მისცეს მათ მიმართულება ამ კატეგორიის მოსწავლეთა კითხვის თავისებურებიდან გამომდინარე, როგორ უნდა იყოს შედგენილი საგანთა სახელმძღვანელოები;
** სმენის პრობლემების მქონე მოსწავლეებისათვის შექმნილი და პილოტირების რეჟიმში მყოფი 1-2 კლასის სახელმძღვანელოების რევიზია პილოტის მონაცემების შესაბამისად;
** იგივე კლასების მასწავლებელთა სახელმძღვანელოების რევიზია პილოტირების მონაცემების შესაბამისად;
** 3-6 კლასების მოსწავლეებისათვის კითხვის (ქართული) და ჟესტური ენის სახელმძღვანელოების შინაარსის და მეთოდოლოოგის შექმნა;
** 3-6 კლასების მასწავლებელთა სახელმძღვანელოების შექმნა კითხვისა და ჟესტური ენის მიმართულებით;
** მონაწილეობა სამუშაო შეხვედრებში აღნიშნული სახელმძღვანელოების შინაარსისა და მეთოდოლოგიის შემუშავებასთან დაკავშირებით;
** დამხმარე სახელმძღვანელოების პირველადი ვერსიების შედეგად მიღებული უკუკავშირების განხილვა პროექტში ჩართულ სხვადასხვა სპეციალისტების ჯგუფთან ერთად;
** დისკუსიის შედეგებზე დაყრდნობით წიგნების საბოლოო ვერსიების დასრულება საბეჭდი ფაილისათვის, "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებასა" და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის მისაღები ფორმით.
საჭირო კვალიფიკაციები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება პედაგოგიკაში, ფილოლოგიაში ან სხვა მომიჯნავე სფეროში
** გამოცდილება ყრუ და სმენის დაქვეითების მქონე მოსწავლეთა განათლების საკითხებში
** უნდა იყოს ავტორი უკვე გამოცემული წიგნებისა კითხვის, ქართული ენის, ჟესტური ენის, ან სხვა ენების შესწავლის საკითხებზე.
** ქართული ენის კითხვის, წერის, და მეტყველების სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა ეროვნული კურიკულუმის მიხედვით
** ჟესტური ენის სტანდარტების ცოდნა ეროვნული კურიკულუმის მიხედვით
** განათლების სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარჩვევები; ანიმაციური და სხვა დამატებითი ფუნქციების გამოყენების შესაძლებლობა; წიგნზე მუშაობისას რედაქციული სამუშაოების გამოცდილება და უნარი ითანამშრომლოს წიგნის კომპიუტერულ რედაქტორთან;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
** არასამთავრობო სექტორში მუშაობისთვის მზადყოფნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
შერჩევის კრიტერიუმები:
1. შესაბამისი განათლება
2. ექსპერტიზა სმენის დაქვეითების მქონე მოსწავლეთა განათლების საკითხებში
3. სახელმძღვანელოებზე მუშაობის გამოცდილება
4. ზოგადი პროფესიული უნარები (კომპიუტერული პროგრამები, რედაქტირების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი).
კონტრაქტი დაიდება 24 თვით, 2-თვიანი გამოსაცდელი ვადით. 12 თვის შემდეგ მოხდება შეფასება, რომლის საფუძველზეც მოხდება კონტრაქტის განახლება შემდგომ 12 თვისთვის. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია კონტრაქტის ვადის გაზრდა რამდენიმე თვით.
შერჩევა იწარმოებს 2 ეტაპად: ა) ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა და ბ) გასაუბრება.
განცხადების წარდგენის პროცედურები:
განმცხადებელმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. რეზიუმე/CV
2. სამოტივაციო წერილი
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 25 ნოემბერი.
კონკურსის მონაწილეებს შედეგები ეცნობება არაუგვიანეს 2013 წლის 2 დეკემბრისა და შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან გასაუბრებისათვის.
განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: dcfs.georgia@gmail.com
საკონტაქტო ინფორმაცია: 597 739373 - მაკა ჭანკვეტაძე.
წყარო:jobs.ge