ა/ო „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აცხადებს კონკურსს ეთნიკური და/ან სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საჭიროებების კვლევის მიზნით. კვლევა ტარდება “შვედეთის სექსუალური განათლების ასოციაციის“ (RFSU) ფინანსური მხარდაჭერით.
განაცხადის შემომტანს უნდა ჰქონდეს:
განაცხადის შემომტანმა პირმა უნდა გამოგზავნოს:
1. რეზიუმე ორი რეკომენდატორის შესახებ ინფორმაციის მითითებით;
2. ინფორმაცია მის მიერ განხორციელებული კვლევის შესახებ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 20 ივნისი
შესასრულებელი სამუშაოს ვადა - 2023 წლის 20 სექტემბერი
შესასრულებელი სამუშაოს ანაზღაურება - 4000 ლარი (მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს).
განაცხადები გადმოაგზავნეთ მეილზე: projects.phr@gmail.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კონკურსი".
წყარო: phr.ge