en
ge

ტრენინგი ლგბტ საკითხებში იურისტებისთვის

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: იდენტობა
  • დაწყების თარიღი: 11.11.2013
  • ბოლო ვადა: 15.11.2013
  • ბმული: http://jobs.ge/65410/
"იდენტობა" დამწყებ და მომავალ იურისტებს 2013 წლის 16-17 ნოემბერს უფასო ტრენინგს სთავაზობს ლგბტ საკითხებში, მასში მონაწილეობის მიღება საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს შეუძლია.
ტრენინგის მიზანი სტუდენტებში ლგბტ საკითხების შესახებ პროფესიული ცოდნის ამაღლებაა. ტრენინგი ჩატარდება 16 და 17 ნოემბერს (შაბათი- კვირა) 11:00–დან - 18:00 საათამდე.
მონაწილეები გაეცნობიან ისეთ თემებს, როგორიცაა:
** დასავლური ღირებულებების ჩამოყალიბების ისტორია ადამიანის უფლებების განვითარების ჭრილში;
** ადამიანის უფლებების ადვოკატირება და ლგბტ - აქტივიზმი;
** საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა ლგბტ უფლებების დაცვის საქმეში;
** ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ლგბტ თემის წარმომადგენლების საჩივრებზე;
** სიძულვილის ენა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული;
** ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო გეგმები;
** ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური საკითხები.
სააპლიკაციო ფორმა: http://www.Identoba.com/ტრენინგი
წყარო:jobs.ge