en
ge

საგრანტო კონკურსი

„საზოგადოებრივი დამცველი“ და ფონდი „აფხაზინტერკონტი“, პროექტის „დაბრუნებითი მიგრაცია ადგილობრივი განვითარებისათვის“ ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს.

პროექტი „დაბრუნებითი მიგრაცია ადგილობრივი განვითარებისთვის“ ხორციელდება „საზოგადოებრივი დამცველის“ და ფონდი „აფხაზინტერკონტის“ მიერ „განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში“ (STREAMinG) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ევროკავშირისა და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.

კონკურსის გამოცხადება მიზნად ისახავს ფინანსური დანაზოგების კონსოლიდირებას ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის ან არსებულში ინვესტირებას.

სამიზნე ჯგუფი: ემიგრაციაში მყოფი პირ(ებ)ის, ფულადი გზავნილების მიმღები ოჯახის წევრები (პრიორიტეტული ჯგუფი: ახალგაზრდები, ქალები, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები)

საკონკურსო თემატიკა:

საკონკურსო თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ეხმიანებოდეს ზემოაღნიშნულ მიზანს.

ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იმერეთის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომელთა ოჯახის წევრები იმყოფებიან საზღვარგარეთ და მათგან იღებენ  ფინანსურ დახმარებას, კერძოდ:

• ახალგაზრდები (პრიორიტეტი);

• ქალები (პრიორიტეტი);

• კაცები;

დაფინანსების მაქსიმალური  თანხა: 800 ევროს ექვივალენტი ლარში;

საგრანტო კონკურსში წარსადგენი  დოკუმენტაცია:

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ფიზიკურმა პირმა უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია მითითებული წესის დაცვით:

ა)საგრანტო განაცხადი  დანართიN1-ის  დაცვით, ელექტრონული ფორმით (მეილზე)ან შემდეგ მისამართზე ქუთაისი, ნინოშვილის 27;  

ბ) ფიზიკური პირის  პირადობის მოწმობის ასლი;

გ)ფულადი გზავნილის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი;

გ) ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი;

დ)საჭიროების შემთხვევაში კომისიის მიერ დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტები;

საგრანტო საკონკურსო კომისია:

საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასებას, წარმოდგენილი პროექტის დაფინანსების/დაფინანსებაზე  უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შექმნილი საგრანტო საკონკურსო კომისია,  პროექტის  წარმომადგენლის დაუსწრებლად.

საგრანტო საკონკურსო კომისიის წევრების მიერ საგრანტო პროექტების შეფასება ხორციელდება საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასების  განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.

საგრანტო კონკურსის შედეგების საჯაროობა:

საგრანტო კონკურსის მონაწილეებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ  ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით. ინფორმაცია დაფინანსებული პროექტების  შესახებ ასევე განთავსდება „საზოგადოებრივი დამცველის“ და ფონდი „აფხაზინტერკონტის“ სოციალურ გვერდებზე.

საგრანტო კონკურსის გრაფიკი:

• კონკურსის გამოცხადება: 28 მაისი, 2023 წელი;

• კონსულტაცია: 1-7 ივნისი,12:00 სთ-დან 15:00სთ-მდე.

• საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადა: 2023 წლის 28 მაისიდან - 10 ივნისის ჩათვლით  (შაბათ-კვირის ჩათვლით), 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: georgian.ngocoalition@yahoo.com;

• დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 591573737; 591641010;

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში