en
ge

ახალგაზრდული ასამბლეა გაეროში, ნიუ-იორკი

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: მრავალეროვანი საქართველო - MGSDV
  • დაწყების თარიღი: 11.11.2013
  • ბოლო ვადა: 20.11.2013
  • ბმული: http://jobs.ge/65399/
თუ გაქვს ლიდერის თვისებები და გსურს დაესწრო პლენარულ სესიებს, ვორკშოფებს და მრგვალი მაგიდის დისკუსიებს გაეროს შტაბ-ბინაში (ნიუ-იორკი), ა(ა)იპ "მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის" გაძლევთ შანსს, გაემგზავროთ ამერიკაში და გახდეთ პროექტის მონაწილე, რომლის მიზანია, აღმოაჩინოს ახალგაზრდა ლიდერები და გააცნოს მათ მეთოდები, თუ როგორ მიაღწიონ დიალოგის გზით საერთაშორისო ურთიერთობებში წარმატებებს, კრეატიულ აქტივობებს და დიპლომატიას.
ძირითადი მოთხოვნები:
** ასაკობრივი ჯგუფები: 16-დან 21 წლამდე;
** საკომუნიკაციო ინგლისური ენის ცოდნა;
** ლიდერის თვისებები;
** განხორციელებული სამოქალაქო აქტივობები.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და, ასევე, გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: unyouthassembly@gmail.com
პროექტი ნაწილობრივ დაფინანსებულია ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.
პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
პროექტის ხანგრძლივობა: 1 კვირა
პროექტის განხორციელების დრო: თებერვალი, 2014 წელი.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 ნოემბერი, 2013 წ.
წყარო:jobs.ge