en
ge

ტრენინგი სტუდენტებისთვის იურიდიული დოკუმენტების შედგენა

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF)
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 30.11.-0001
არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF) ახორციელებს უფასო იურიდიული დახმარების პროექტს "მე დაცული მოქალაქე ვარ". პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის (EPF) „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის" პროგრამის მხარდაჭერით. პროექტი დაფინანსებულია, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მეშვეობით.
პროექტი ხორციელდება ქვემო ქართლის რეგიონის გარდაბანი, მარნეული და დმანისის მუნიციპალიტეტებში.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი რეგიონის ახალგაზრდა იურისტებისათვის 2013 წლის 16-17 ნოემბერს ჩაატარებს კვალიფიკაციის ასამაღლებელ იურიდიულ ტრენინგებს ქ. თბილისში. ორდღიანი ტრენინგი ჩატარდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შემუშავებული იურიდიული დოკუმენტების შედგენა შიდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის აქტუალურ საკითხებზე.
აღნიშნული მექანიზმი ხელს შეუწყობს ტრენინგში მონაწილეთა სამომავლოპ როფესიულ საქმიანობას, პროექტის დასრულების შემდეგ იურიდიული დახმარების ცენტრებს მისცემს საშუალებას შემდგომში გააგრძელონ დამოუკიდებელად ფუნქციონირება.
ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის 3-4 კურსის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სასურველია იყვნენ ქვემო ქართლის რეგიონის მცხოვრებლები.
ტრენინგებში მონაწილეობის მსურველებს მოეთხოვებათ გამოაგზავნონ CV-ი შემდეგ ელ. მისამართზე: office@cif.org.ge
წყარო: სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF)