en
ge

კომუნიკაციების მენეჯერის ვაკანსია ფორსეტში

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ფოსრეტი
  • დაწყების თარიღი: 01.06.2023
  • ბმული: https://shorturl.at/LOUVZ

ფორსეტი არასამთავრობო ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტოს, დიზაინის სტუდიისა და ვებდეველოპერული კომპანიის უნიკალური ჰიბრიდია. მისი მიზანი სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა - მონაცემების, დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.

ფორსეტი აცხადებს კომუნიკაციების მენეჯერის ვაკანსიას. მისი პასუხისმგებლობა იქნება გარე კომუნიკაციების მეთვალყურეობა. მისი საქმიანობის დიდი ნაწილი მოიცავს ორგანიზაციის ციფრული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას და, ასევე, ცალკეული პროექტებისთვის საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვასა და წარმართვას. 

ფორსეტის პროექტების დიდი ნაწილი საერთაშორისოა, შესაბამისად, კომუნიკაციების მენეჯერის სამუშაო ენა, ნაწილობრივ, იქნება ინგლისური.

ანაზღაურება: 3200-3600 ლარი (ხელზე ასაღები) გამოცდილების შესაბამისად

განაკვეთი: სრული

გრაფიკი: მოქნილი (შესაძლებელია დისტანციური მუშაობაც, თუმცა, პროექტებიდან გამომდინარე, შეიძლება საჭიროებდეს ადგილზე ფიზიკურ ყოფნასაც)

განაცხადებს განიხილება შემოსვლისთანავე და გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. ფორმა დაიხურება შესაბამისი კანდიდატის პოვნისთანავე. 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მისწერეთ ფორსეტს მეილზე: info@forset.ge

წყარო: ფორსეტის გვერდი სოციალურ ქსელში