აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს RFA-044: "ბიზნესის განვითარების ახალი სერვისებისა და პროდუქტების შექმნა ან არსებულის გაუმჯობესება". კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს. აღნიშული აქტივობა ემსახურება გრანტის მიმღები კომპანიის პორტფელში ბიზნესის განვითარების ახალი სერვისებისა ან პროდუქტების შექმნას, ან არსებულის გაუმჯობესებას. საგრანტო აქტივობის მიმდინარეობისას აღნიშნულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მისი სერვისებით/პროდუქტებით ის მიკრო, მცირე ან საშუალო ზომის მეწარმეები, რომლებიც მოღვაწეობენ პროგრამის სამიზნე სექტორებსა და ღირებულებათა ჯაჭვებში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
წყარო: jobs.ge