en
ge

მთარგმნელი - ქართული, ინგლისური

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: GRASS
  • დაწყების თარიღი: 12.11.2013
  • ბოლო ვადა: 20.11.2013
  • ბმული: http://jobs.ge/65445/
"საქართველოს რეფორმების ასოციაცია" ახორციელებს ინოვაციურ პროექტს საქართველოში - Factcheck.ge, რომელიც შეიქმნა მისი პოპულარული და წარმატებული საერთაშორისო ანალოგების (www.politifact.com | www.factcheck.org) შესაბამისად და მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენას. www.factcheck.ge არის მიუკერძოებელი გვერდი, რომელიც საზოგადოებას საჯარო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე გადამოწმებულ და დაზუსტებულ ინფორმაციას შესაბამისი კვლევის სახით ქართულ და ინგლისურ ენებზე აწვდის.
factcheck.ge ეძებს გამოცდილ თარჯიმანს, რომლის მოვალეობაც ჩვენი ექსპერტების მიერ მომზადებული სტატიების ქართულიდან ინგლისურად თარგმნა იქნება. ანაზღაურება ხორციელდება საქართველოში დამკვიდრებული სტანდარტის შესაბამისად, თარგმნილ სტატიაში სიმბოლოების რაოდენობის მიხედვით.
მოვალეობები: ქართულენოვანი მასალების ინგლისურად თარგმნა.
მოთხოვნები და აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** მთარგმნელობით სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სხვადასხვა სირთულის მასალების ანალიზისა და ადეკვატური თარგმნის უნარი;
** ეკონომიკური, ფინანსური, პოლიტიკური და იურიდიული ტერმინოლოგიის ცოდნა;
** აკადემიური წერის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: info@factcheck.ge არაუგვიანეს 2013 წლის 20 ნოემბრისა. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "English Language Translator".
დამატებითი კითხვების გამოსაგზავნად დაგვიკავშირდით ელექტრონულ ფოსტაზე: info@factcheck.ge ან განსაკუთრებულ შემთხვევებში მოგვმართოთ ტელეფონზე: 595 408 356 (საკონტაქტო პირი: მაია კომახიძე).
ვებ-გვერდი: www.factcheck.ge
წყარო:jobs.ge