en
ge

კონკურსი: მედია პროექტები კორპ. პასუხისმგებლობის შესახებ

"CSRDG", ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, აცხადებს საპროექტო იდეების საგრანტო კონკურსს "მედია პროექტები კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ".

საგრანტო კონკურსის მიზანია ქართულ მედია სივრცეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის/კორპორაციული მდგრადობის აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობა, ამ გზით ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის მართებული აღქმის დამკვიდრება.

გრანტი გაიცემა მედია პროდუქტების მოსამზადებლად: სტატიების ან ბლოგების ციკლი/სერია ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში; გადაცემების ან სიუჟეტების ციკლი/ სერია ან რუბრიკა ონლაინ ან სამაუწყებლო მედიაში (რადიო, ტელევიზია).

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს: საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ მედია ორგანიზაციას - ტელევიზიას, ბეჭდურ და ონლაინ მედიას, რადიოს, - რომელსაც აქვს ა (ა)იპი სტატუსი; ან მედია ორგანიზაციაში დასაქმებულ ფიზიკურ პირს.

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა თითოეული პროექტისათვის - 5000 ევროს შესაბამის თანხას ეროვნულ ვალუტაში.

წყარო: jobs.ge