en
ge

შინ მომსახურების პროგრამის აღმზრდელი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: პირველი ნაბიჯი საქართველო
  • დაწყების თარიღი: 12.11.2013
  • ბოლო ვადა: 20.11.2013
  • ბმული: http://jobs.ge/65503/
ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს კონკურსს შინ მომსახურების პროგრამის აღმზრდელის ვაკანტურ თანამდებობაზე.
"პირველი ნაბიჯი საქართველო" არის არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს.
ადგილმდებარეობა: თბილისი.
განაკვეთი: სრული.
დაქვემდებარება: შინ მომსახურების პროგრამის კოორდინატორი.
ძირითადი პასუხისმგებლობის სფერო:
** ბენეფიციარის მოვლა/პატრონობა.
** დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარება;
** ბენეფიციარის მშობლების/მეურვის შეზღუდული შესაძლებლობების საკითხებში ცნობიერების ამაღლება/ინფორმირებულობა;
** სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ძირითადი მოვალეობები:
** ბენეფიციარის ფიზიკური მოვლა;
** სოციალური ინტეგრაცის ხელშემწყობი აქტივობების ორგანიზება/განხორციელება;
** მულტიდისციპლინური გუნდის წევრების მიერ, ბავშვებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების შესრულება;
** ბენეფიციარების შეფასება, ინდივიდუალური მომსახურების განვითარების გეგმის შექმნა და გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
** მშობლების/მზრუნველისათვის ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში გაწერილი აქტივობების განხორციელების ტექნიკის სწავლება;
** შემთხვევის მართვის სახელმძღვანელოში მოცემული მითითებების შესრულება და დოკუმენტაციის წარმოება;
** შეხვედრებზე დასწრება და შესრულებული სამუშაოს კვარტალური ანგარიშის შედგენა;
** ბენეფიციარის მშობლებთან და ოჯახის წევრებთან კონსტრუქციული ურთიერთობა.
აუცილებელი კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება (სასურველია პედაგოგიურ, ფსიქოლოგიურ, სამედიცინო სფეროში)
** ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება, სასურველია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილება
** კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
უნარები:
** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ენთუზიაზმი და თვით მოტივაცია
** ლოიალური ორგანიზაციის კულტურისა და ღირებულებების მიმართ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია ელექტრონულ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com არაუგვიანეს 2013 წლის 20 ნოემბრისა. "Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "შინ მომსახურების პროგრამის აღმზრდელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
წყარო:jobs.ge