en
ge

ფონდების მოძიება ქცევითი ინსაიტების გამოყენებით: ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის

თუ ხარ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენელი და გსურს ფონდების მოძიების პროცესი უფრო ეფექტური გახადო ქცევითი ინსაიტებისა და სხვა ტექნიკების გამოყენებით, მაშინ ეს კურსი შენთვისაა!

რა კავშირი აქვს ქცევის მეცნიერებას და ფონდების მოძიებას?

როგორ შეგვიძლია გამოწვევებით სავსე ფონდების მოძიების პროცესი, გავხადოთ საინტერესო, აზარტული და უფრო მეტად შედეგზე ორიენტირებული?

როგორ დავაინტერესოთ კერძო სექტორი ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან?

დარეგისტრირდით კურსზე და მიიღეთ პასუხი ყველა ზემოთჩამოთვლილ შეკითხვაზე ერთდღიანი ინტენსიური ტრენინგის დახმარებით. ინოვაციური მიდგომებით თქვენ შეძლებთ რთული პროცესები აქციოთ პროდუქტიულად და მომგებიანად და სტაბილურობა მოუტანოთ თქვენს ორგანიზაციას. კურსზე გაეცნობით იმ ტექნიკებს, თუ როგორ უნდა ითანამშრომლოთ კერძო სექტორთან და ჩართოთ მათი რესურსები, რაც ახლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპეტენციაა ნებისმიერი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისთვის.

ტრენინგს გაუძღვება ქეთი გომელაური - BISC Partners-ის ქცევის მეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელი. 

ქეთი ბოლო 10 წელია მუშაობს ისეთი ინოვაციური სტრატეგიებისა და პროგრამების შემუშავებაზე, რომელიც ემსახურება ადამიანზე ორიენტირებული მიდგომის სრულფასოვან დანერგვას საჯარო პოლიტიკისა და სერვისების დიზაინსა და მიწოდებაში.

კურსის შინაარსი:

  • ფონდების მოძიების სახეობები და მათი ყველაზე ხელსაყრელი ფორმა ჩვენი ორგანიზაციისთვის
  • როგორ განვსაზღვროთ თუ ვინ არიან ჩვენი პოტენციური დონორები, ქცევის მეცნიერების მოდელის გამოყენებით
  • რა უნდა ვიცოდეთ კერძო სექტორის შესახებ
  • რას ნიშნავს 40-40-20 წესი და როგორ მოვამზადოთ საკომუნიკაციო ბრიფი 
  • ლოგიკური ჩარჩო და საპროექტო წინადადება