en
ge

კონკურსი ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ინტერნიუსი საქართველო
  • დაწყების თარიღი: 12.11.2013
  • ბოლო ვადა: 19.11.2013
  • ბმული: http://jobs.ge/65485/
"ინტერნიუსი-საქართველო" აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის პროექტი "ახალგაზრდული გზაჯვარედინის" აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად.
"ინტერნიუსი საქართველო" და პარტნიორები ცხინვალიდან და სოხუმიდან გაეროს განვითარების პროგრამის და COBERM-ის (ნდობის აღდგენის და ადრეული რეაბილიტაციის მექანიზმი) დაფინანსებით ახორციელებს პროექტს "ახალგაზრდული გზაჯვარედინი", რომელიც მიზნად ისახავს თბილისელ, სოხუმელ და ცხინვალელ ახალგაზრდებს შორის ერთობლივი მედია ინიციატივების განხორციელების საშუალებით კომუნიკაციის გაძლიერებას.
ძირითადი მოვალეობები:
პროექტის მონაწილეებმა ყოველთვიურად უნდა მოამზადონ 4-7 წუთიანი სიუჟეტები (ფილმები) და პოსტები ბლოგისთვის (მოკლე ისტორიები თანდართული ფოტო ან ვიდეო მასალით) ახალგაზრდებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.
კონკურსის პირობები:
** საშუალო ასაკი: 16-25 წელი;
** კრეატიულობა და ინოვაციური მიდგომა;
** აქტივობა სოციალურ მედიაში;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები.
მომზადებული მასალისთვის პროექტის მონაწილეები მიიღებენ შესაბამის ჰონორარს.
თუ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე (გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება) ელექტრონულ მისამართზე: nana.gamkrelidze@internews.ge
განცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 2013 წლის 19 ნოემბერი, 07:00.
წყარო:jobs.ge