"პირველი ნაბიჯი საქართველო" აგრძელებს სატრენინგო კურსებს: "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები".
ტრენინგში მონაწილების მიღება შეუძლიათ:
ყველა დაინტერესებულ პირს, რომელთაც აინტერესებთ სფეროს თავისებურებები, ახლა იწყებენ ამ სფეროში მუშაობას ან მუშაობენ და თვლიან რომ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია; მშობლებს, მინდობით მშობლებს, სკოლის და ბაღის მასწავლებლებს, ფსიქოლოგიის, სოციალური სამუშაოს, სამედიცინოს და სხვა მონათესავე პროფესიის მქონე სტუდენტებს.
ტრენინგის თემატიკა:
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი უფლებები;
** სოციალური და სამედიცინო მოდელი;
** შეზღუდული შესაძლებლობის პირებთან მუშაობის ძირითადი ღირებულებები და პრინციპები;
** აღზრდის პრინციპები;
** ძალადობის ნიშნები და რეაგირება;
** კომუნიკაციის თავისებურებები;
** განვითარების ეტაპები და განვითარების დარღვევები, სოციალური მიდგომა;
** ეპილეფსია;
** ცერებრული დამბლა;
** დაუნის სინდრომი;
** გონებრივი განვითარების შეფერხება;
** აუტიზმი;
** ფენილკეტონურია;
** ჰიპერაქტიურობა; ყურადღების დეფიციტი;
** რა არის რთული ქცევა, ზოგადი მიდგომები.
სურვილის მიხედვით, მონაწილეები გაივლიან 1 დღიან პრაქტიკას "პირველი ნაბიჯის" დღის ცენტრში.
რეგისტრაციისათვის გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი და CV ელექტრონულ მისამართზე: ztamuna@yahoo.com 12 დეკემბრამდე. ტრენინგზე დასწრების პასუხს მიიღებთ ელექტრონული ფოსტით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ:
პირველი ნაბიჯი საქართველო
თამუნა ზაალიშვილი - 568117688
ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00
ერთი ტრენინგ დღე - 20 ლარი
ტრენინგი არის 4 დღიანი - ჩატარდება 19, 20, 21, 22 დეკემბერი
ტრენინგის დასაწყისი - 11:00
ტრენინგის დასასრული - 16:00
ტრენინგის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატები
მისამართი - დიღმის მასივი; ლუბლიანას 21ბ; ჟვანიას სახელობის კლინკის ტერიტორიაზე შემოხვალთ თუ არა მარჯვნივ და პირდაპირ, მწვანე ჭიშკარია და კოტეჯები, პირველ კოტეჯში, პირველ სართულზე.
წყარო:jobs.ge