en
ge

პროექტი - მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში

პროექტი: "მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში (BREN)"

ღიაა: საქართველოში რეგისტრირებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის. შენიშვნა: მოიცავს როგორც ახალ ორგანიზაციებს, ისე BREN-ის ადრინდელ პარტნიორებს.

დახურვის თარიღი: 14 ივლისი, 2023 წელი

გრანტის ოდენობა: 50, 000-მდე გირვანქა სტერლინგი (GBP)

გაცემული გრანტების სავარაუდო რაოდენობა: 3

პროექტის ვადები: 7 თვემდე (ყველა პროექტი 2024 წლის 29 თებერვლამდე უნდა დასრულდეს)

"ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი" (IWPR) ამჟამად, საქართველოში რეგისტრირებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან იღებს საგრანტო განაცხადებს, "მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში" (BREN) პროგრამის ფარგლებში.

"BREN"-ის პროგრამის საერთო მიზანია ქალთა და მარგინალიზებული ჯგუფების ადამიანური უსაფრთხოების გაზრდა სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და მოლდოვაში სამოქალაქო საზოგადოების მედეგობის გაძლიერების გზით.

წყარო: jobs.ge