en
ge

საზაფხულო ბანაკი 2023

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში ,,საზაფხულო ბანაკი 2023’’ იხსნება.

ბაკურიანში 150-მდე ახალგაზრდა გაემგზავრება.

პროექტში მონაწილეობას შეძლებენ:

  • გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალგაზრდები 16-დან 20 წლის ჩათვლით.

მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით ბმულს... 

ბენეფიციართა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა;
  • გასაუბრება;

ბანაკის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგი თემების შესახებ:

  • ემოციების მართვა, ეფექტური კომუნიკაცია;
  • პროფესიული ორიენტაცია, კარიერის დაგეგმვა;
  • ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო აქტივიზმი, ადვოკატირება;
  • პროექტების წერა;
  • ემოციური კაპიტალი;

გარდა აღნიშნულისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიც.

თითოეულ ნაკადზე ბაკურიანში 50 ახალგაზრდა გაემგზავრება. ისინი საზაფხულო ბანაკში 5 სრული დღე დარჩებიან.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, ბაკურიანის საზაფხულო ბანაკი გორელ ახალგაზრდებს მეორე წელია მასპინძლობს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 85 17 47;

წყარო: გორის მუნიციპალიტეტის გვერდი სოციალურ ქსელში