საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი (GCSD) აცხადებს ახალგაზრდების მიღებას 3-დღიან სასწავლო კურსზე - „ნატოს აკადემია ახალგაზრდებისთვის“.
კურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და მათი პრაქტიკული უნარების განვითარებას.
კურსი, 2023 წლის 10-12 ივლისს ჩატარდება და მას საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისი უმასპინძლებს.
კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელ. ფოსტაზე: vacancy@gcsd.org.ge არაუგვიანეს 2023 წლის 28 ივნისისა. გთხოვთ, შეტყობინების სათაურში მიუთითოთ „ნატოს აკადემია ახალგაზრდებისთვის“ და თქვენი სახელი და გვარი.
პროექტს „უკეთ გავიცნოთ ნატო“ GCSD ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს და საზოგადოების სხვა ჯგუფებს გააცნოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შესახებ არსებული აქტუალური თემები და ხელი შეუწყოს ამ საკითხებზე დისკუსიის წარმართვას.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში