en
ge

ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწე

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • დაწყების თარიღი: 14.11.2013
  • ბოლო ვადა: 29.11.2013
  • ბმული: http://jobs.ge/65570/
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა მისაღებად, საზოგადოებრივ საწყისებზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს: იურიდიული ფაკულტეტის (საერთაშორისო სამართლის) ბაკალავრიატის მე-3 და ზედა კურსის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს.
კონკურსში მონაწილე პირმა ელექტრონულ ფოსტაზე: trainee@gyla.ge უნდა გამოაგზავნოს:
** იურისტის დიპლომის ან შესაბამის კურსზე სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტის დასკანირებული ვერსია.
ან ორივე დოკუმენტი მატერიალური ფორმით წარმოადგინოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში, ქვემოთ მითითებულ მისამართზე.
იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწედ ყოფნა გულისხმობს, როგორც წესი, 6 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს.
თანაშემწეებს ევალებათ:
** იურიდიული დახმარების ცენტრში მოქალაქეებისაგან შემოსული კითხვა-პასუხების ელექტრონულ პროგრამაში დაფიქსირება;
** სარჩელების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარება;
** საკანონმდებლო სიახლეებზე მუშაობა;
** ბუკლეტებისა და ლიფლეტების შედგენისას იურისტების დახმარება;
** იურიდიული დახმარების თანამშრომლებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა და სხვა მოვალეობათა შესრულება.
კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება თანაშემწეთა უფლება-მოვალეობები.
კონკურსში მონაწილეებს მოეთხოვებათ, ასევე, კომპიუტერული პროგრამების (საოფისე პროგრამები) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

საბუთების მიღება ზემოაღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე და საიას ოფისში იწარმოებს 2018 წლის 18 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათლით (მატერიალური ფორმით განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელი იქნება 29 ნოემბრის 18სთ-მდე, ხოლო ელექტრონული ფორმით 29 ნოებრის 24 სთ-მდე). დაგვიანებით გამოგზავნილი ან წარმოდგენილი განაცხადები არ მიიღება.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. კონკურსის პირველი ეტაპზე - წერითი გამოცდა - დაშვებული იქნება ყველა კანდიდატი, რომელიც სრულყოფილად გამოაგზავნის/წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტებს. წერით გამოცდაზე კონკურსში მონაწილეებს დაევალებათ კაზუსების ამოხსნა სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლიდან, განაცხადში მათ მიერ მითითებული სფეროს მიხედვით. წერითი გამოცდა ჩატარდება 4 დეკემბერს, 12 საათზე, საიას სასემინარო დარბაზებში, ქვემოთ მითითებულ მისამართზე (კოდექსები თან იქონიეთ).
2. მეორე ეტაპი - გასაუბრება. წერითი გამოცდის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში კანდიდატები დაბარებულები იქნებან გასაუბრებაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი - ცისანა ქადაგიშვილი.
მისამართი: თბილისი, ჯანსუღ კახიძის ქ. 15
ტელ: 2 995076, 2 936101
წყარო: jobs.ge