"წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: კავშირი "საფარი", "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი", "მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება" და "ქალთა ფონდი საქართველოში" ახორციელებს პროექტს "გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა". პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
პროექტის ფარგლებში "ქალთა ფონდი საქართველოში" აცხადებს საგრანტო კონკურსს "ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია". კონკურსი მიზნად ისახავს ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრას.
წყარო: jobs.ge