"კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი" აცხადებს ტრენინგს ეფექტური მომსახურების უნარებში.
6-7 დეკემბერი, 2013 წ.
10:00-17:00
მომხმარებელთან ურთიერთობა ყოველდღიურად უამრავ ჩვენთაგანს უწევს და უმეტესობა დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი მომხმარებელი კმაყოფილია, მაგრამ გვიკითხავს თუ არა ეს როდესმე თავად მომხმარებლისთვის?
საქმის ტექნიკური მხარეების ცოდნა და მისი შესრულების უნარი აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა ეფექტური მომსახურებისთვის. თქვენ ალბათ კარგად აკეთებთ თქვენს საქმეს, მაგრამ თუ არსებობს გზა უფრო წარმატებული იყოთ, უარს იტყოდით?
სასწავლო მიზნები:
** მონაწილეებს ჩამოუყალიბდეთ დამოკიდებულება ეფექტური მომსახურების აუცილებლობის შესახებ
** გექნებათ საშუალება შეაფასოთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები
** შესძლებთ დაინახოთ თქვენს მიერ გაწეული მომსახურება და სამუშაო გარემო თქვენი მომხმარებლის თვალით
** გაიუმჯობესოთ კომუნიკაციის უნარები
** განსაზღვროთ მომსახურე პერსონალის როლი და მნიშვნელობა მომსახურების სფეროში.
კურსის ძირითადი თემები:
კურსი მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:
** კარგი მომსახურება და მისი მნიშვნელობა
** თქვენი ორგანიზაცია - თქვენი მომხმარებლის თვალით
** მომსახურება, როგორც თეატრი
** მომსახურების ეტაპები
** განსხვავება სატელეფონო და პირისპირ ურთიერთობას შორის
** მომხმარებელთა ტიპები და კონფლიქტებთან გამკლავება
** სტრესის მართვა
ვისთვის არის განკუთვნილი მოცემული კურსი?
აღნიშნული კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციის ოპერაციული ხაზის მუშაკებისთვის, ასევე, საინტერესო იქნება მათი უშუალო სუპერვაიზორებისთვის და ხარისხის მენეჯერებისთვის.
ტრენინგის ყველა მონაწილე მიიღებს CTC-ის კურსზე დასწრების სერტიფიკატს, სამახსოვრო ჯგუფურ ფოტოს და კურსის მონაწილეთა სიას. კურსი 2 დღეს გრძელდება.
CTC-ის მომსახურება ასევე მოიცავს:
** ხელზე გასაცემ მასალებს
** საკითხავ მასალებს
** ორ მცირე ყავის შესვენებას
** შესვენებას სადილზე.
ტრენინგის ღირებულება სულ ერთ მონაწილეზე არის 90 ლარი.
ტრენინგზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.ctc.org.ge/calendar/registration
დამატებითი ინფორმაციისათვის ღია ტრენინგისა და CTC-ის სხვა მომსახურებების შესახებ:
დაგვირეკეთ: (+995 32) 2067 74/75
მოგვწერეთ: ctc@ctc.org.ge | tkekelia@ctc.org.ge
მობრძანდით: თბილისი, ოთარ ჩხეიძის 5 (ყოფილი ალ. ყაზბეგის 34, ნაკვეთი 3, თბილისი 0177)
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 4 დეკემბერი, 2013 წ.
განაცხადი:
CTC იტოვებს უფლებას, რომ შესაბამის ვითარებაში გააუქმოს ან გადაიტანოს ტრენინგი ეფექტურობის მოსაზრებებიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში უკვე დარეგისტრირებული მონაწილებს შევატყობინეთ ცვლილების შესახებ და ისინი ავტომატურად მიიჩნევიან ჩაწერილად შემდეგ უახლოეს კურსზე, ან თუკი მათ ასეთი ვარიანტი არ აწყობთ - მოხდება მათთვის ტრენინგის გადასახადის სრული ანაზღაურება.
წყარო: jobs.ge