"საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი" (GCSD) პირველი ქართულენოვანი სტრატეგიული კომუნიკაციების ონლაინ სასწავლო კურსზე მსურველთა რეგისტრაციას იწყებს.
პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებზე დაინტერესებული პირების ცოდნისა და შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობას.
პლატფორმის გამოყენება და სასწავლო კურსზე დარეგისტრირება შეუძლია არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. კურსზე სწავლა უფასოა, ხოლო მისი წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები საფუძვლიანად გაეცნობიან სტრატეგიული კომუნიკაციების არსს, მნიშვნელობას, მისი დაგეგმვისა და განხორციელების ძირითად მეთოდებს. კურსი მოიცავს მოწვეული ექსპერტის მიერ ჩატარებულ მასტერკლასს სტრატეგიული კომუნიკაციების თანამედროვე გამოწვევებსა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ამასთან, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ სტიპენდია ანალიტიკური ნაშრომების მოსამზადებლად.
კურსზე დასაშვებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია პლატფორმაზე Stratcom.org.ge.
წყარო: jobs.ge