"ქალთა ფონდი" საქართველოში 2005 წელს დაარსდა და მისი მისიაა ქალთა ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება ცენტრსა და რეგიონებში ქალთა უფლებების განხორციელებისთვის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობისა და თვითრეალიზაციისთვის. ქალთა ფონდი გრანტებს გასცემს ქალთა ორგანიზაციებზე, საინიციატივო ჯგუფებსა და ინდივიდებზე, რომლებიც მუშაობენ ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
ამჟამად, ქალთა ფონდი საქართველოში ეძებს ესპერტს/ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც ფონდთან ერთად იმუშავებს ხუთწლიანი სტრატეგიის დაგეგმვაზე.
წყარო: jobs.ge