en
ge

ტენდერი გრძელვადიან მთარგმნელობით მომსახურებაზე

"სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" აცხადებს ტენდერს გრძელვადიან მთარგმნელობით მომსახურებასთან დაკავშირებით.

ტენდერი ცხადდება პროექტის - "ადგილობრივ თვითმმართველობებში სამოქალაქო ჩართულობის და მონაწილეობითი მმართველობის უნარების გაძლიერების" - ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა.

პროექტის მიზანია ადგილობრივ დონეზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობითი მმართველობის გაუმჯობესების ხელშეწყობა ბათუმში, ჩოხატაურში, დმანისსა და მარნეულში.

წყარო: jobs.ge