კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი აცხადებს ტრენინგს ბიზნეს-პროცესების დაგეგმვასა და ეფექტურ მართვაში.
12-14 დეკემბერი, 2013 წ.
10:00-17:00
ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციის წარმატების საწინდარი სწორად განსაზღვრული და ეფექტურად მართული ორგანიზაციული პროცესებია. პროცესები ქმნიან სისტემას, სისტემა კი ქმნის იმ პროდუტს თუ მომსახურეობას, რომელიც კონკრეტული მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი. სისტემის ეფექტური ფუნქცნიორება ერთგვარი ხელოვნებაა, რომლის შექმნის და მართვის უნარს უნდა ფლობდეს ორგანიზაციის სხვადასხვა რგოლის მენეჯმენტი. აღნიშნული კურსი დაგეხმარებათ შექმნათ თქვენს ორგანიზაციაზე მორგებული და შიდა პროცესებზე დაფუძნებული ეფექტური მართვის სისტემა.
სასწავლო მიზნები:
** უკეთ გაერკვიოთ პროცესების არსსა და მათ მნიშვნელობაში
** უკეთ გაითავისოთ და გაიაზროთ ორგანიზაცია, როგორც სისტემა
** იმსჯელოთ ორგანიზაციის შიდა და გარე სისტემებზე
** შეიმუშაოთ თქვენს ორგანიზაციაზე მორგებული ბიზნეს პროცესები
** ააგოთ პროცესების რუქა და განსაზღვროთ პროცესის წარმატების ინდიკატორები
** იმსჯელოთ და გააანალიზოთ პროცესის ნაკლოვანებები და ხარვეზები
** შეიმუშაოთ სტანდარტული საოპერაციო პროცედურები
** შეიმუშაოთ ხარისხის სტანდარტები პროცესებთან მიმართებით
** გამოიმუშაოთ პროცესებზე დაფუძნებული ეფექტური მართვის უნარები.
კურსის ძირითადი თემები:
** ორგანიზაციული მოდელი და სტრუქტურა
** ორგანიზაცია, როგორც სისტემური მოდელი
** პროცესი: არსი, სახეები და მნიშვნელობა
** პროცესების დიზაინი
** პროცესის ინდიკატორები
** პროცესის ხარვეზები და მათი ანალიზი
** ხარისხის მართვის სისტემა
** პროცესების მართვის საერთაშორისო სტანდარტები
ვისთვის არის განკუთვნილი მოცემული კურსი?
** ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც დაინტერესებულია ორგანიზაციაში პროცესებზე დაფუძნებული მართვის სისტემის დანერგვით
** ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც დაინტერესებულია ორგანიზაციაში უკვე არსებული სისტემის გაუმჯობესებით
** სხვადასხვა რგოლის მენეჯერებისთვის, ვინც მართავს ცალკეულ პროცესებს და სურს გაიუმჯობესოს მართვის უნარები.
ტრენინგის ყველა მონაწილე მიიღებს CTC-ის კურსზე დასწრების სერტიფიკატს, სამახსოვრო ჯგუფურ ფოტოს და კურსის მონაწილეთა სიას. კურსი 3 დღეს გრძელდება.
CTC-ის მომსახურება ასევე მოიცავს:
** ხელზე გასაცემ მასალებს
** საკითხავ მასალებს
** ორ მცირე ყავის შესვენებას
** შესვენებას სადილზე.
ტრენინგის ღირებულება სულ ერთ მონაწილეზე არის 135 ლარი.
ტრენინგზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.ctc.org.ge/calendar/registration
დამატებითი ინფორმაციისათვის ღია ტრენინგისა და CTC-ის სხვა მომსახურებების შესახებ:
დაგვირეკეთ: (+995 32) 2067 74/75
მოგვწერეთ: ctc@ctc.org.ge | tkekelia@ctc.org.ge
მობრძანდით: თბილისი, ოთარ ჩხეიძის 5 (ყოფილი ალ. ყაზბეგის 34, ნაკვეთი 3, თბილისი 0177)
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 10 დეკემბერი, 2013 წ.
განაცხადი:
CTC იტოვებს უფლებას, რომ შესაბამის ვითარებაში გააუქმოს ან გადაიტანოს ტრენინგი ეფექტურობის მოსაზრებებიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში უკვე დარეგისტრირებული მონაწილებს შევატყობინეთ ცვლილების შესახებ და ისინი ავტომატურად მიიჩნევიან ჩაწერილად შემდეგ უახლოეს კურსზე, ან თუკი მათ ასეთი ვარიანტი არ აწყობთ - მოხდება მათთვის ტრენინგის გადასახადის სრული ანაზღაურება.
წყარო:jobs.ge