en
ge

გენდერული თანასწორობის საზაფხულო სკოლა

გენდერული თანასწორობის საზაფხულო სკოლაში მონაწილეთა მიღება იწყება!

“ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო” ევროკავშირის მხარდაჭერით, ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან - “ქალთა ფონდი საქართველოში”, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“, „რაჭის სათემო ორგანიზაცია“, „ქალი და რეალობა“ და „უხუცეს ქალთა საბჭო” - თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს “ქალების ძალა - ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში”.

საზაფხულო სკოლის მიზანია, გენდერული თანასწორობის შესახებ პროექტის სამიზნე რეგიონების ახალგაზრდებისთვის ცოდნის გაღრმავება, გამოცდილებების გაზიარება და მათი სამომავლო თანამშრომლობისთვის საფუძვლის შექმნა.

ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 12-18 წლის ახალგაზრდებს, შემდეგი რეგიონებიდან: გურია, კახეთი, რაჭა, იმერეთი.

უპირატესობა მიენიჭებათ პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებსა და საგრანტო კონკურსებში მონაწილე ახალგაზრდებს.

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა...

განაცხადების მიღების ბოლო ვადა -  14 ივლისი;

დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება;

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში