en
ge

ფსიქოლოგი

"საზოგადოება ბილიკი", ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრისთვის, აცხადებს ფსიქოლოგის ვაკანსიას რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროექტის ფარგლებში.

მდებარეობა: გორი

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • იმუშაოს დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე; თვეში 40 საათი (სრული განაკვეთი);
  • ბენეფიციარების ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოკვეთა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
  • ბენეფიციარის მშობელთან მუშაობა, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე;
  • ბენეფიციარებთან ინდივიდუალური შეხვედრების ჩატარება/მუშაობა;
  • ფსიქოლოგიური საჭიროებების მიხედვით, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში შესაბამისი ღონისძიებების ასახვა და შესრულება;
  • შემთხვევის განხილვასა და კონფერენციებში მონაწილეობის მიღება;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება.

წყარო: jobs.ge