მედიის განვითარების ფონდისა" (MDF) და "დოიჩე ველე აკადემიის" (DWA) ერთობლივი პროგრამა - "მითების დეტექტორის ლაბორატორია" - ფაქტების გადამოწმებისა და ვერიფიკაციის ინტენსიურ კურსზე ახალგაზრდების მიღებას აცხადებს.
"მითების დეტექტორის ლაბორატორია" 2017 წელს დაარსდა და უკვე 251 კურსდამთავრებული ჰყავს. პროგრამით გათვალისწინებული სტაჟირების ფარგლებში კურსის მონაწილეებმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა "მითების დეტექტორზე" ჯამში 500-ზე მეტი სტატია გამოაქვეყნეს.
წყარო: jobs.ge