en
ge

ტრენინგები მასწავლებლებისთვის: „მეწარმეობის საფუძვლები“

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ იწვევს პედაგოგებს ტრენინგზე „მეწარმეობის საფუძვლები“.

გსურთ სკოლაში ასწავლოთ არჩევითი საგანი „მეწარმეობის საფუძვლები“ და ჩაერთოთ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტში „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“, მაშინ ეს ტრენინგი სწორედ თქვენთვისაა!

ტრენინგის გავლის შემდეგ, თუ თქვენი სკოლა 2023-2024 სასწავლო წლისთვის არჩევითი საგნის კატეგორიაში აირჩევს „მეწარმეობის საფუძვლებს“ X, XI ან XII კლასებში ან ჩამოაყალიბებთ კლუბს, სრულიად უსასყიდლოთ მიიღებთ შემდეგი სახის მომსახურებას:

  • მასწავლებლის დამატებით ტრენინგებს;
  • მასწავლებლის და მოსწავლის საჭირო რესურსებით და მასალით უზრუნველყოფას;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებებში, გამოფენა-გაყიდვებში და ინოვაციების ბანაკში მონაწილეობას;
  • მოსწავლეების Entrepreneurial Skill Pass (ESP)-ის საერთაშორისო სამეწარმეო სერტიფიცირების პროცესში ჩართვას.

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში