სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებ–გვერდის www.csogeorgia.org – ის რედაქტორის ვაკანსია.
სამუშაოს ხასიათი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ზოგადი აღწერა
www.csogeorgia.org – არის საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებ–გვერდი, რომელიც აქვეყნებს არასამთავრობო ანუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველ ინფორმაციას. ვებ–გვერდის რედაქტორი გეგმავს და პასუხისმგებელია ვებ–გვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსებულ პუბლიკაციებზე, ინფორმაციაზე და ვიზუალურ მასალაზე. ასევე, თვალყურს ადევნებს ვებ–გვერდის და სოციალურ ქსელში არსებული გვერდების სტატისტიკას და ამზადებს შესაბამის ანგარიშს.
ძირითადი მოვალეობები
• კონტენტის (სტატია, ინფორმაცია, ინტერვიუ) მომზადება და რედაქტირება (ქართული, ინგლისური);
• ვებგვერდის, სოციალურ ქსელებში გვერდების მართვა, მონაცემების ბაზის წარმოება;
• საინფორმაციო პოლიტიკის, ვებ–გვერდის რესურსების დაგეგმვა, განვითარება და მენეჯმენტი;
• სოციალურ ქსელებში განთავსებული გვერდების და ვებ–გვერდის სტატისტიკის პერიოდული ანგარიში და ანალიზი;
• ვებ–გვერდისა და სოციალურ ქსელში არსებული გვერდების მომხმარებელთან მჭიდრო ინტერაქცია (კითხვებზე პასუხის გაცემა, გადამისამართება).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
• უმაღლესი განათლება, სასურველია ჟურნალისტიკის მიმართულებით;
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
• კონტენტის შექმნისა და ონლაინ აუდიტორიის მკითხველების მოზიდვის გამოცდილება;
• ახალი მედიის მიმართულებით ცოდნა, მართვა და გამოცდილება;
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
• ქართული, ინგლისური ენების გამართული ცოდნა (წერა, კითხვა, საუბარი).
დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გამოგზავნოს
• რეზიუმე/CV;
• სამოტივაციო წერილი – მასში უნდა დაასაბუთოთ თქვენი კონკურენტული უპირატესობა, უნდა დაგვანახოთ თუ რატომ უნდა შევაჩეროთ არჩევანი თქვენზე;
• 2 რეკომენდატორი.
ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.
მონაცემები გამოგზავნეთ შემდეგ ელ–მისამართზე: l_shalvashvili@civilin.org
წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „www.csogeorgia.org – რედაქტორი”.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 ივლისი, 18:00 სთ.
ვაკანსია ცხადდება პროექტის – “ადგილობრივ თვითმმართველობებში სამოქალაქო ჩართულობის და მონაწილეობითი მმართველობის გაძლიერების” – ფარგლებში, რომლსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.