იწყება განაცხადების მიღება 2023 წლის ქვიარ-ფემინისტურ საზაფხულო სკოლაში.
ინტენსიური 5 დღიანი პროგრამა შედგება 2 ნაწილისგან და მოიცავს შემდეგ საკითხებზე ცოდნის გაზიარებას და მსჯელობას:
I ნაწილი: ქვიარ-ფემინისტური აზრი
ფემინისტური და ქვიარ თეორიის საფუძვლები
ფემინიზმის ტალღები, მნიშვნელოვანი ქვიარ და ფემინისტური მოძრაობები
ქვიარ-ფემინისტური მემარცხენე აზრი, დეკოლონიური/პოსტკოლონიური ხედვა
საქართველოში ფემინისტური და ქვიარ მოძრაობების განვითარება და პოლიტიკა
II ნაწილი: სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები (SRHR)
ფემინისტური პერსპექტივა SRHR-ზე
სხეულის აგებულება, მენსტრუაცია და სტიგმა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და თვითზრუნვის პრაქტიკები საზაფხულო სკოლის პროგრამა განსაზღვრულია მათთვის, ვინც დაინტერესებულია საბაზისო ცოდნა მიიღოს ქვიარ და ფემინისტურ თეორიების და მოძრაობების შესახებ, და სურს აქტივიზმის და ადვოკატირების გზით ჩაერთოს ემანსიპატორული პოლიტიკის შექმნაში.
განაცხადის გამოსაგზავნად, გთხოვთ, სარეგისტრაციო ფორმა შეავსოთ 30 ივლისის 23:00 საათამდე.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს...
ქვიარ-ფემინისტური საზაფხულო სკოლის თარიღები: 13-17 სექტემბერი
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის შეირჩევა 20 ადამიანი.
მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები:
ასაკი: 18-30
- მაღალი ინტერესი ქვიარ და ფემინისტური საკითხების მიმართ
- ქვიარ და ფემინისტურ აქტივიზმში ჩართულობის მოტივაცია
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასრული ან/და დაგვიანებული აპლიკაციები არ განიხილება.
დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ: info@equality.ge/info@wisg.org
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში