en
ge

მცირე გრანტების პროგრამა

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: GFSIS
  • დაწყების თარიღი: 20.11.2013
  • ბოლო ვადა: 03.12.2013
  • ბმული: http://jobs.ge/65870/
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი აცხადებს მცირე გრანტების პროგრამას და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს სამცხე-ჯავახეთის არასამთავრობო და არაკომერციულ ორგანიზაციებს. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს ამ რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ჩამოუყალიბდეთ სამოქალაქო ერთიანობის ხედვა, რითაც ხელი შეეწყობა მათი ეროვნული ინტეგრაციის პროცესს თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად.
საგრანტო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 3 დეკემბერი, 14:00 საათი.
მცირე გრანტების პროგრამა აგრძელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით განხორციელებულ პროექტთა ციკლს, რომელიც ფინეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
პროგრამის აღწერა:
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, შექმნას სამოქალაქო ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომელიც გააერთიანებს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების ინტერესებს, გამოხატულია შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნულ კონცეფციასა და სამოქმედო გეგმაში, რომელიც მთავრობამ 2009 წლის მაისში დაამტკიცა.
ეროვნული კონცეფცია და სამოქმედო გეგმა მოიცავს ექვს ძირითად მიმართულებას, რომელიც ხუთი წლის მანძილზე უნდა განხორციელდეს (2009-2014 წწ). ეს მიმართულებებია: კანონის უზენაესობა, განათლება და სახელმწიფო ენა, მედია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა, სოციალური და რეგიონული ინტეგრაცია და კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება.
მცირე გრანტები, რომელთა მიზანიცაა ინოვაციური იდეებისა და შემოქმედებითი მიდგომის მხარდაჭერა ეროვნული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის, გაიცემა ეროვნულ კონცეფციაში ჩამოყალიბებული პრიორიტეტების გათვალისწინებით. ასევე, გრანტების საშუალებით შესაძლოა დაფინანსდეს პროექტები, რომლებიც არ შემოიფარგლებიან მხოლოდ კონცეფციაში ჩამოყალიბებული სფეროებით, თუკი ამ პროექტებით მიღწეული შედეგი გრძელვადიან გავლენას იქონიებს ინტეგრაციის პროცესზე.
მცირე გრანტების პროგრამა გეოგრაფიულად სამცხე-ჯავახეთით შემოიფარგლება, თუმცა პროექტებმა შესაძლოა მოიცვას ეთნიკური უმცირესობების პრობლემებთან დაკავშირებული სამთავრობო თუ სამოქალაქო ინსტიტუტების საქმიანობა დედაქალაქსა თუ სხვა რეგიონებში.
პროექტების ხანგრძლივობაა ერთიდან სამ თვემდე. გრანტის საშუალო თანხა შეადგენს 500-დან 2500 ევროს. დასაშვებია გრანტების თანადაფინანსება, უკვე არსებული გარანტირებული დაფინანსების შემთხვევაში.
საგრანტო განაცხადის ამოცანები უნდა შეესაბამებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილ მიზნებსა და სფეროებს:
** ეთნიკური უმცირესობების კულტურული, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციისათვის საჭირო პირობების შესაქმნელი პრაქტიკული ნაბიჯების მხარდაჭერა;
** საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ, კულტურულ და რელიგიურ ჯგუფებს შორის შემწყნარებლობისა და პატივისცემის გარემოს შექმნა.
დამატებითი უპირატესობა მიენიჭება იმ განაცხადს, რომელშიც წარმოჩენილი იქნება გენდერული საკითხებისადმი გააზრებული მიდგომა.
განაცხადის მიღების პროცედურა და მიღების ბოლო ვადა:
გრანტის მაძიებელმა ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები შვიდ (7) ეგზემპლარად:
2. პროექტის დეტალური ბიუჯეტი;
3. პროექტის დირექტორის და პროექტის სხვა თანამშრომლების, მათ შორის, ტრენერების რეზიუმეები;
4. ორი სარეკომენდაციო წერილი;
5. ორგანიზაციის მიერ ბოლო 3 წლის მანძილზე განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი, განხორციელების ვადების, პროექტის მიზნების, დონორი ორგანიზაციისა და საკონტაქტო პირის მითითებით;
6. ორგანიზაციის რეგისტრაციის ამონაწერი;
7. ორგანიზაციის წესდების ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
8. ორგანიზაციის წინა წლის წლიური ბალანსი.
საგრანტო განაცხადი შეგიძლიათ ჩააბაროთ თბილისში, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, ან ფონდის ახალქალაქის ოფისში, არაუგვიანეს 2013 წლის 3 დეკემბრის 14:00 საათისა. ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი უნდა იდოს დაბეჭდილ კონვერტში, რომელზეც მითითებული იქნება გრანტის მაძიებელი ორგანიზაციის სახელწოდება.
საგრანტო კონკურსისთვის ჩაბარებული ყველა მასალა და საბუთი წარმოადგენს ფონდის საკუთრებას და აღარ დაუბრუნდება განმცხადებელს. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი არ გამოიყენებს გრანტის მაძიებლის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას და არ მიაწვდის მას გარეშე პირსა თუ დაწესებულებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
პროექტის შერჩევის კრიტერიუმები:
ქვემოთ ჩამოთვლილია ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეფასდება შემოსული საგრანტო განაცხადი:
** რამდენად შეესაბამება განაცხადი კონკურსის ამოცანებსა და პირობებს;
** პროექტის შედეგების მასშტაბები და მნიშვნელობა;
** რამდენად რეალურია პროექტის მიზნების მიღწევა;
** ადგილობრივი ბენეფიციარებისა და პროექტის მონაწილეების მიერ პროექტის მიზნების მხარდაჭერა;
** პროექტის შედეგების მდგრადობა;
** შეფასების გეგმის ეფექტიანობა;
** პროექტის ხარჯების ეფექტიანობა;
** ორგანიზაციის უნარი, განახორციელოს პროექტი და მართოს გრანტი.
დახმარება საგრანტო განაცხადის მომზადებისთვის:
კითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორს - ქეთევან ემუხვარს, ელ.ფოსტა: keti@gfsis.org. შეკითხვები უნდა გაიგზავნოს მხოლოდ წერილობითი ფორმით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS)
თბილისი:
ჩიტაძის 3ა, 0108 თბილისი
ტელ.: (995 32) 2 473555
ფაქსი: (995 32) 2 985265
ახალქალაქი:
კეცხოველის 1, ახალქალაქი 0700
ტელ: (995 26) 2 223248
მობილური: (995 595) 339552
კონკურსის განრიგი:
** კონკურსის გამოცხადება: 19 ნოემბერი, 2013
** საგრანტო განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 3 დეკემბერი, 2013, 14:00
** გამარჯვებული პროექტების გამოცხადება: 9 დეკემბერი, 2013
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი წარმოადგენს დამოუკიდებელ, არაკომერციულ ანალიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც დახმარებას უწევს საქართველოში საჯარო პოლიტიკის სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესის უკეთ წარმართვას.
წყარო:jobs.ge