en
ge

მოწვევა საქართველოს 2021-2027 წწ. მრავალწლიანი ინდიკატური პროგრამის (MIP) განხილვაში მონაწილეობის მისაღებად

ევროკავშირი საქართველოს 2021-2027 წწ. მრავალწლიანი ინდიკატური პროგრამის (MIP) შუალედურ შეფასებას ატარებს. შეფასების მიზანია მრავალწლიანი ინდიკატური პროგრამის (MIP) ვადის მეორე ნახევრის განმავლობაში მისი კორექტირების საკითხის განხილვა. აღნიშნული სამუშაო გლობალური ევროპა - მეზობლობის, განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტის (NDICI) შუალედური მიმოხილვის ნაწილია.

შეფასების ჩატარებაში დახმარების მისაღებად, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პარტნიორებსა და დაინტერესებულ მხარეებს სთხოვს, წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები ამჟამად მოქმედი ფინანსური დახმარების ჩარჩოს თაობაზე. დისკუსიის სწორად წარმართვის მიზნით, ჩვენ მოვამზადეთ რამდენიმე კითხვა, რომლებსაც შეგიძლიათ ქვემოთ გაეცნოთ.

საქართველოში ჩვენი პარტნიორების მოსაზრებების მიღება ამ კითხვებზე პასუხების სახით 15 აგვისტომდე გაგრძელდება. პასუხების გაცემა შესაძლებელია ონლაინ კითხვარის საშუალებით. კონსულტაციების შედეგები შეფასების პროცესში ევროკავშირის დელეგაციის მიერ შეტანილი წვლილის შემადგენელი ნაწილი გახდება.

წყარო: www.eeas.europa.eu