en
ge

რეგიონული კოორდინატორის ვაკანსია ქვემო ქართლსა და გურიაში

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს ვაკანსიას რეგიონული კოორდინატორის პოზიციაზე ქვემო ქართლსა და გურიაში.

ვაკანსიის რაოდენობა: 2

ადგილმდებარეობა: მარნეული, ჩოხატაური

ვაკანსია ცხადდება პროექტის – “ადგილობრივ თვითმმართველობებში სამოქალაქო ჩართულობის და მონაწილეობითი მმართველობის გაძლიერების” – ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. რეგიონალური კოორდინატორი გურიასა (ჩოხატაური) და ქვემო ქართლში (მარნეული) ჩაერთვება პროექტული აქტივობებში, ხელს შეუწყობს ადგილობრივი აქტორების მხარდაჭერით თვითმმართველობის გაძლიერებას და მოქალაქეთა მონაწილეობისა და კარგი მმართველობის სტანდარტების დანერგვას. შერჩეული კანდიდატი საქმიანობის ფარგლებში პასუხისმგებელი იქნება მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს პროექტის გუნდს აქტივობების ეფექტურად განხორციელების პროცესში, მათ შორის მოქალაქეთა მონაწილეობის ინოვაციური ინსტრუმენტების დანერგვის, მონაწილეობის შეფასების მიდგომების დანერგვის, საინფორმაციო კამპანიის წარმართვისა და შესაძლებლობების ამაღლების პროგრამების მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

  1. პროექტული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  2. ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვასა და წარმართვაში მონაწილეობა;
  3. ორგანიზაციის საქმიანობის სფეროებთან დაკავშირებულ საკითხებზე კვლევებში მონაწილეობა (მონაცემების ანალიზი, დამუშავება) და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება;
  4. სამიზნე ჯგუფებთან, ბენეფიციარებთან და დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია;
  5. საველე ვიზიტების დაგეგმვა და მონაწილეობა (სხვადასხვა მუნიციპალიტეტში);
  6. სხვადასხვა სახის სასწავლო და სამუშაო შეხვედრების ფასილიტაცია;
  7. პროექტული ანგარიშების მომზადება;
  8. საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის სხვადასხვა აქტივობებში კონტრიბუცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებების, საჯარო მართვის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
  • სასურველია ადგილობრივი თვითმმართველობებთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • მნიშვნელოვანია მოქალაქეებთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სხვადასხვა უწყებებთან, ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარების და მუშაობის უნარი
  • ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
  • შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ქვემო ქართლის წარმომადგენლისთვის სასურველია აზერბაიჯანული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

განცხადების წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს:

1. CV/ბიოგრაფია

2. სამოტივაციო წერილი, რომელშიც მითითებული იქნება, თუ რატომ ხართ დაინტერესებული აღნიშნული სამუშაოთი და რატომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს.

3. ორი რეკომენდატორის სახელი და გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია

განაცხადი გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: natia@civilin.org

სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ: ვაკანსია რეგიონალური წარმომადგენელი.

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 5 აგვისტო, 2023 წელი.

არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

წყარო: civilin.org