ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო მდგრადი განვითარების პროფილის გასაძლიერებლად აცხადებს კონკურსს კლიმატის ცვლილების პროგრამის კოორდინატორის თანამდებობაზე.
პროგრამა 2014-2018 წლებში კონცენტრირებული იქნება ენერგოეფექტურობის, ემისიების შემცირებისა და განახლებადი ენერგიების საშუალებით სამხრეთ კავკასიაში გამჭვირვალობასა და კლიმატის დაცვაზე.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი გერმანიის მწვანეთა პარტიასთან ასოცირებული, იურიდიულად დამოუკიდებელი პოლიტიკური ფონდია. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო 2003 წელს გაიხსნა თბილისში. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავისუფალი, სამართლიანი და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებას.
დამატებითი ინფორმაცია ფონდის საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ: http://www.ge.boell.org | http://www.boell.de
სამუშაოს აღწერილობა:
პროგრამის კოორდინატორი პასუხისმგებელია ფონდის კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების პროგრამის განხორციელებაზე.
პროგრამის კოორდინატორი:
** ფონდის მიზნების განსახორციელებლად აკვირდება და აანალიზებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს კლიმატის ცვლილებისა, მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკის კუთხით;
** უზრუნველყოფს მდგრადი განვითარების სფეროში პროგრამის მართვას და განხორციელებას;
** უზრუნველყოფს პროექტების ბიუჯეტის შედგენას და ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგს;
** უზრუნველყოფს პარტნიორი ორგანიზაციების მენეჯერულ მხარდაჭერას;
** დამოუკიდებლად ამყარებს და ავითარებს კონტაქტებს, კავშირებსა და თანამშრომლობას ევროპასა და თურქეთში, და აგრეთვე საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მომუშავე იმ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც დაკავშირებულია პროგრამის ძირითად თემატიკასთან.
მოთხოვნილი კვალიფიკაცია:
** საუნივერსიტეტო განათლება სოციალურ ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში;
** მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება - ეკოლოგია, ბუნებრივი რესურსების მართვა, მდგრადი განვითარება, კლიმატის ცვლილება, ენერგოეფექტურობა (პროექტის მართვის და ბიუჯეტისა და კონტროლის გამოცდილების ჩათვლით);
** კლიმატის ცვლილებისა და ენერგორესურსების მართვის საერთაშორისო კონტექსტის ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ან გერმანული ენების სრულყოფილად ფლობა;
** გამართული წერილობითი კომუნიკაციის უნარი ზემოთ მოთხოვნილ ენებზე;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების განსაზღვრის და მაღალი პასუხისმგებლობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** განმცხადებელს უნდა შეეძლოს იდენტიფიცირება მოახდინოს მწვანე პოლიტიკური მოძრაობის ღირებულებებთან.
სასურველია:
** კანდიდატს ჰქონდეს კვლევითი საქმიანობის გამოცდილება;
** კანდიდატს ჰქონდეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
** 2 ევროპული ენის (გერმანული და ინგლისური) ერთობლივად ფლობა. დამატებით, სასურველია რუსული ენის ცოდნაც სამხრეთ კავკასიის კონტექსტში გამოსაყენებლად.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაოს დაწყების თარიღი: 2014 წლის 13 იანვარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი განაცხადი მისამართზე: ქ. თბილისი, ზოვრეთის ქ. 38 (11:00-დან 16:00-მდე სამუშაო დღეებში). განაცხადი უნდა შეიცავდეს: 1) სამოტივაციო წერილი (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე), 2) CV, 3) სარეკომენდაციო წერილი, 4) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთის ასლი. თავფურცელზე უნდა მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი და ვაკანტური პოზიციის დასახელება - "პროგრამის კოორდინატორი". აგრეთვე გთხოვთ, განაცხადის კომპლექტს დაურთოთ ჩამოთვლილი საბუთების ელექტრონული ვერსია (CD-ზე).
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2013 წლის 6 დეკემბერი (16:00 სთ). დაგვიანებული, არასრული ან ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი განაცხადები არ მიიღება.
ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს. პროგრამის დაფინანსება დამოკიდებულია გერმანიის ფედერალური ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ დაფინანსების გამოყოფაზე.
წყარო:jobs.ge