en
ge

მონაწილეთა შერჩევა ტრენინგ პროგრამისთვის

ფონდი Fundacja HumanDoc მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“ ის პარტნიორობით, პროექტის „საქართველოს მასწავლებელთა გადამზადება არასრულწლოვანთა სექსუალური ძალადობის პრევენციის თემაზე“ აცხადებს მონაწილეთა შერჩევას ტრენინგ პროგრამაში, რომელიც გაიმართება 22-25 აგვისტოს ქალაქ თბილისში.

„ბავშვთა მიმართ ძალადობა“ ტრენინგი განკუთვნილია კერძო და საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის და სკოლის ფსიქოლოგებისათვის.

აღნიშნულ ტრენინგებს გაუძღვებიან მოწვეული ექსპერტები პოლონეთიდან.

სამუშაო ენა - ქართული.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა...

აპლიკაციის შევსება შესაძლებელია 16 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით.

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

პროექტი არ ფარავს შერჩეულ მონაწილეთა სასტუმროში განთავსების ხარჯებს.

ტრენინგის მეთოდოლოგია ეფუძნება პოლონურ გამოცდილებას, რომლის გაზიარებაც მოხდება მასწავლებლების და სკოლის ფსიქოლოგებისთვის.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის მეთოდოლოგიური პუბლიკაციის მომზადება.

პროექტი დაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის RITA - რეგიონი გარდამავალ პერიოდში პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი განათლება დემოკრატიისათვის.

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში