en
ge

იურისტი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: EMC
  • დაწყების თარიღი: 21.11.2013
  • ბოლო ვადა: 28.11.2013
  • ბმული: http://jobs.ge/65920/
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს ვაკანსიას სისხლის სამართლის იურისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობების აღწერა:
** საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და ანალიზი;
** სისხლის სამართლის თემატიკაზე ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობა;
** სისხლის სამართლის კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი;
** წერილობითი დოკუმენტების მომზადება;
** კოორდინატორის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების შესრულება.
კრიტერიუმები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრატურა სისხლის სამართლის მიმართულებით);
** სისხლის სამართლის კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა;
** ლიბერალური ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობის რწმენა;
** შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი.
გათვალისწინებული იქნება კანდიდატის გამოცდილება სასამართლო მონიტორინგის ან/და სისხლის სამართლის საქმეების ანალიზის მიმართულებით.
აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ელექტრონულ მისამართზე: humanrightsemc@gmail.com
** რეზიუმე (СV);
** უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
** ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის პროფესიული უნარ-ჩვევები.
** არსებობის შემთხვევაში, სისხლის სამართლის სფეროში მომზადებული ნაშრომი (სტატია, ბლოგი, კვლევა ან სხვა).
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 28 ნოემბერი, 18:00 საათი. EMC დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან გასაუბრებას.
წყარო:jobs.ge