en
ge

ადამიანის უფლებების სპეციალისტი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: EMC
  • დაწყების თარიღი: 21.11.2013
  • ბოლო ვადა: 28.11.2013
  • ბმული: http://jobs.ge/65921/
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს ვაკანსიას ადამიანის უფლებების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობების აღწერა:
** ადამიანის უფლებებზე, განსაკუთრებულად კი მოწყვლად ჯგუფებზე (რელიგიური და სექსუალური უმცირესოებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სხვა) არსებული შიდა კანონდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების ანალიზი;
** მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებით არსებული უფლებრივი მდგომარეობის ანალიზი;
** საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და ანალიზი;
** წერილობითი დოკუმენტების, მათ შორის ნარატიული ანგარიშების მომზადება;
** კოორდინატორის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების შესრულება.
კრიტერიუმები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია ადამიანის უფლებების ან საჯარო სამართლის მიმართულებით);
** ადამიანის უფლებების სამართლის სიღრმისეული ცოდნა;
** პროფესიით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ლიბერალური ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობის რწმენა;
** შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** გათვალისწინებული იქნება კანდიდატის გამოცდილება ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.
აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ელექტრონულ მისამართზე: humanrightsemc@gmail.com
** რეზიუმე (СV);
** უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
** სამოტივაციო წერილი;
** ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის პროფესიული უნარ-ჩვევები.
** არსებობის შემთხვევაში, ადამიანის უფლებების სფეროში მომზადებული ნაშრომი (სტატია, ბლოგი, კვლევა ან სხვა).
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 28 ნოემბერი, 18:00 საათი. EMC დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან გასაუბრებას.
წყარო:jobs.ge