შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს დღის ცენტრის მოხალისეების შესარჩევად.
ა(ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახების უფლებების დაცვა. შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.
მუშაობის ძირითადი მიმართულებებია: სოციალური სერვისების განვითარება, საგანმანათლებლო სისტემაზე შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდა და კანონის ჰარმონიზების ხელშეწყობა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციასთან.
მოხალისეობის ინსტიტუტის დანერგვის მიზნებია: უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის გამდიდრება პრაქტიკით. სტუდენტების პროფესიული გაძლიერება და მოხალისეთა ბაზის შექმნა. მოხალისეობრივი სამუშაოს შესრულება ევროპის არა ერთ უნივერსიტეტში სავალდებულოა ან ითვლება პრიორიტეტად.
წყარო: jobs.ge