ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს სატენდერო წინადადებების მიღებას შეთანხმებაზე დაფუძნებული დაბალი ღირებულების პროცედურის გამოყენებით შემდეგი მომსახურების გაწევაზე:
სამიზნე ჯგუფების ინფორმირება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროპული მისწრაფების შესახებ ევროკავშირთან დაკავშირებული მცდარი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გასაქარწყლებლად:
„მე და ევროპა“ დოკუმენტური ფილმების არაკომერციული ჩვენებები თანმდევი დისკუსიებით და საუბრები ევროკავშირისა და საქართველოს შესახებ;
საზაფხულო სკოლა დეზინფორმაციის მიმართ ახალგაზრდა ლიდერების მედეგობის გასაძლიერებლად;
ადგილობრივი მედიის მიერ ზემოაღნიშნული ღონისძიებების გაშუქება და ჩართულობა.
ამ ტენდერში მონაწილეობის სურვილის გამოხატვა ორგანიზაციებს შეუძლიათ ელ. ფოსტით, 2023 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით. დეტალები იხილეთ ბმულზე (ინგლისურად): https://europa.eu/!6jMfRC
დაინტერესებულ ორგანიზაციებს ტენდერში მონაწილეობის მოწვევა და დამატებითი ინფორმაცია გაეგზავნებათ 8 სექტემბრისთვის.
წყარო: www.eeas.europa.eu