„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი", აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტოროს მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტის „ეს ჩემი უფლებაა" ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისათვის აცხადებს კონკურსებს.
„მე მაქვს უფლება"
კონკურსის პირობების თანახმად, მსურველებმა უნდა წარმოადგინოთ სამი ფოტო სურათი, რომელიც უნდა ასახავდეს „ადამიანის უფლებების დაცვის თემატიკას". თითოეულ სურათს თან უნდა ჰქონდეს განმარტებითი ტექსტი.
კონკურსის ფარგლებში შერჩეული იქნება ოთხი გამარჯვებული.
გამარჯვებული მოსწავლეების ფოტო სურათები გამოფენილი იქნება ორი კვირის განმავლობაში პრესკაფეში.
„ჩაკეტილი სივრცე"
კონკურსის პირობების თანახმად, სკოლის მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინოთ ორ წუთიანი ვიდეო-რგოლის/სიუჟეტის სცენარი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს 10 დეკემბრის თემას „ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე”. სამი გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი" უზრუნველყოფს თქვენი ჩართულობით ვიდეო-რგოლის გადაღებას.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი 30 ნოემბრის ჩათვლით შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე batumi_ijh@yahoo.com ან მოგვაწოდეთ მისამართზე: ქალაქი ბათუმი მემედ აბაშიძის გამზირი #48
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშრდით: ტელ 27 91 52; მობ: 598 15 00 11; ნათია როყვა
თითოეული გამარჯვებული დაჯილდოვდებით 100 ლარიანი ვაუჩერით, რომლითაც შესაძლებლობა გექნებათ შეიძინოთ წიგნები.
გამარჯვებულის დაჯილდოება, ფოტო გამოფენის გახსნა და ვიდეორგოლების პრეზენტაცია გაიმართება 10 დეკემბერს პრესკაფეში.
წყარო: presscafe.ge