ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა იწვევენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს პროექტის იდეების წარსადგენად. კონკურსი ტარდება ევროკავშირისა და UNDP-ს პროგრამის ფარგლებში „COBERM-ის შემდგომი განვითარება: ინიციატივა გრძელვადიანი და ინკლუზიური მშვიდობისთვის” (FLIP).
კონკურსის მიზანია ადგილობრივ სამშვიდობო პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაუმჯობესება, ახალგაზრდების, ქალებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის უზრუნველყოფა დიალოგისა და ნდობის აღდგენის ინიტიატივებში, და კონფლიქტის პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 15 სექტემბერი.
წყარო: გაეროს განვითარების პროგრამა