en
ge

სტაჟირება ბათუმის საკრებულოში

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: კავშირი „პროგრესი“, ბათუმის საკრებულო
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 05.12.2013
  • ბმული: https://www.facebook.com/chventvitmmartveloba
განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის კავშირი „პროგრესი" და თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკრებულო აცხადებს ბათუმის თვითმმართველობაში ახალგაზრდების სტაჟირების პროგრამას, რომლის მიზანია საკრებულოს დარგობრივი კომისიების და მერიის შესაბამის სამსახურების საქმიანობაში ახალგაზრდა სტაჟიორების თანამონაწილეობით თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ მათი ცნობიერების გაზრდა და თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობა. სტაჟირებას გაივლის 25/30 ახალგაზრდა (18-27 წელი), რომელთა შერჩევა მოხდება კონკურსის გზით. მსურველები წარმოადგენენ სპეციალურ განაცხადს, რომელიც მოიცავს სააპლიკაციო ფორმას. სააპლიკაციო ფორმების მიღება მოხდება ელექტრონულად. ისინი გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს, რის შემდეგაც გადანაწილდებიან ბათუმის საკრებულოს კომისიებში. სტაჟირების მსურველებმა, აპლიკაცია უნდა შეავსოთ.
წყარო: www.facebook.com/chventvitmmartveloba