en
ge

კონკურსი საინფორმაციო კამპანიის წარმოებაზე

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს კონკურსს ნარკოპოლიტიკის საკითხებზე საინფორმაციო კამპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად. 

კონკურსის შესახებ ინფორმაციას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://shorturl.at/fhIOV

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც კერძო პირს/პირებს, ასევე კომპანიებსაც. კამპანიის მიზანია, საზოგადოების ფართო ჯგუფების მხარდაჭერის მობილიზება, ახალ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც ნარკოპოლიტიკის სფეროში მომუშავე ექსპერტები და ორგანიზაციები ამზადებენ. 

საკონკურსო განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 25 სექტემბერი. 

წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი