en
ge

ტენდერი – ცენტრალურ და რეგიონულ მედიაში - სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ რეგულარული რუბრიკის ან გადაცემების სერიის განთავსებაზე

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს ტენდერს ცენტრალურ და რეგიონულ მედიაში – სამოქალაქო კამპანიის „ეს ქვეყანა შენიას“ რეგულარული რუბრიკის ან გადაცემის სერიის განთავსებაზე. 

რუბრიკები მომზადდება კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ საკომუნიკაციო სტრატეგიაზე დაყრდნობით, რომელიც შემუშავებულია პროექტის მიზნების შესაბამისად. 

კამპანიის შესახებ: კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ სამი წლის წინ შეიქმნა CSSIGE-ს პროექტის ფარგლებში. იგი ემსახურება სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებასა და სამოქალაქო აქტივიზმის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებათა საქმიანობის ხელშეწყობას (კამპანია სოც. მედიაში www.facebook.com/Thiscountryisyours, კამპანია ტვ-მედიაში https://csogeorgia.org/ge/this-country-is-yours) კამპანია მიზნად ისახავს ამ მიმართულებით დამკვიდრებული სტერეოტიპების ნგრევას. კამპანია დაფუძნებულია სამოქმედო გეგმასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე (https://drive.google.com/). 

აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“(შემდგომში „პროექტი“) – ფარგლებში. 

სატენდერო დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით 2023 წლის 27 სექტემბრის 18:00 საათამდე.

აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

სრულად...

წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი