en
ge

კონკურსი - "ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, როგორც ინტეგრაციის ელჩები"

განვითარების და ჩართულობის პლატფორმა ახალი ნაკადისთვის მონაწილეების შერჩევას იწყებს. ერთწლიანი პროექტის ფარგლებში, ქალი ლიდერები სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან ჩაერთვებიან პროექტის შემდეგ აქტივობებში:

  • უნარ-ჩვევების განვითარების ტრენინგები - ქალები ისწავლიან მათთვის მნიშვნელოვანი თემების ადვოკატირებას;
  • ლიდერობის და მენტორობის ტრენინგები - მონაწილეები დახვეწავენ გენდერულად სენსიტიური ლიდერობის უნარებს და მენტორის მხარდაჭერით იმუშავებენ თემის განვითარებაზე ორიენტირებულ ინიციატივებზე;
  • სასწავლო ვიზიტი გერმანიაში- ქალები შეხვდებიან გერმანულ სახელმწიფო ფონდებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, გაეცნობიან მათი მუშაობის სპეციფიკას და საუკეთესო პრაქტიკებს;
  • ლიდერ ქალთა ფორუმი - მონაწილე ქალები შეხვდებიან და გაიცნობენ ერთმანეთს, იმუშავებენ მათთვის აქტუალურ თემებზე. ასევე, შეხვდებიან დონორებს და გაეცნობიან განვითარებაზე ორიენტირებულ სხვადასხვა შესაძლებლობებს.
  •  მინი გრანტების განხორციელება- პროექტის მონაწილეებს საკუთარი ინციატივების განსახორციელებლად გადაეცემათ 2000 ევროს ოდენობის გრანტები და ექნებათ მენტორის მხარდაჭერა პროექტების გახორციელების პროცესში

წყარო: განვითარების და ჩართულობის პლატფორმა