en
ge

საგრანტო კონკურსი

ჩეხეთის საელჩომ საქართველოში გამოაცხადა საგრანტო კონკურსი მცირე მასშტაბის პროექტებისთვის, რომელიც უნდა განხორციელდეს 2024 წელს. 

პროექტები ფოკუსირებული უნდა იყოს – სოფლის განვითარებასა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე, ასევე კლიმატის მდგრადობის გაძლიერებაზე. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის ორგანიზაციებს, სსო–ებსა და ასოციაციებს. 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 6 ოქტომბერი. 

წყარო: ჩეხეთის საელჩო