საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს აუდიო-ვიზუალური მომსახურების შესყიდვაზე.
სატენდერო წინადადების გამოცხადების მიზანია, შეირჩეს იურიდიული/ფიზიკური პირები, რომელიც გასწევს შემდეგ მოსახურებებს:
- პრე-ფროდაქშენი: ბიუჯეტირება, ორიგინალური სცენარის შექმნა, ლოკაციის შერჩევა, ქოფირაითინგი (არსებული მასალის დამუშავება და კონტენტზე მორგება);
- ფროდაქშენი: ვიდეო კონტენტის შექმნა, აუდიო კონტენტის შექმნა;
- პოსტ-ფროდაქშენი: მონტაჟი, კორექცია, ფორმატის შერჩევა, ადაპტირებული ტიტრები.
წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია